|
2023-02-24 13:28:51, 778 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ და Veli.store-ის ერთობლივი აქცია ბიზნესის მხარდასაჭერად
"თიბისი" და Veli.store მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ. პარტნიორობის ფარგლებში, ბიზნესი, რომელიც Veli.store-ზე დარეგისტრირდება როგორც ბიზნეს მომხმარებელი, შეიძენს ნებისმიერ ნივთს და გადაიხდის თიბისი ბიზნეს ნაკრების ბარათით მომენტალურად დაიბრუნებს თანხის 30% -ს (მაქსიმუმ 200 ლარს). ეს არის "თიბისის" და Veli.store -ის პირველი პარტნიორობა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას და მხარდაჭერას ისახავს მიზნად. Veli.store, საყიდლების ციფრული პლატფორმაა, რომელიც შოპინგის საუკეთესო გამოცდილებას, საცალო სეგმენტის მომხმარებლების შემდეგ, ახლა უკვე ბიზნესსაც სთავაზობს. Veli.store-ზე ბიზნესის მიმართულება რამდენიმე უპირატესობას აერთიანებს: ასობით ვირტუალურ თაროზე წარმოდგენილი პროდუქციის ფასები არ განსხვავდება ტრადიციული რითეილისგან. ამასთანავე, ვებ-გვერდზე განთავსებული ყველა ნივთი ველის საწყობშია თავმოყრილი, რაც სხვადასხვა კატეგორიისა და ბრენდის ნივთების სწრაფ მიწოდებას უზრუნველყოფს. ნებისმიერი მოცულობის ამანათის შეკვეთიდან 3 საათის განმავლობაში უფასო მიტანა კი, დამატებით ღირებულებას ქმნის. შეუფერხებელი და მოსახერხებელი სავაჭრო გამოცდილების შედეგად, მცირე და საშუალო მეწარმეებსა და ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ კონკურენტულ ფასად მაღალი ხარისხის პროდუქცია შეიძინონ და მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი - დრო დაზოგონ. სასურველი პროდუქციის შესყიდვის პროცესი ბიზნესისთვისაც ისეთივე მარტივი და მოქნილია, როგორც ფიზიკური პირებისთვის. მარტივი რეგისტრაციის შემდეგ, ბიზნესის წარმომადგენელს, ინდივიდუალურ კაბინეტში, შეუძლია კალათში დამატებული ნივთების შეძენის სასურველი მეთოდით - ბიზნეს ბარათით ან ინვოისით გადახდით ისარგებლოს. "თიბისის" ბიზნეს ნაკრების ბარათით გადახდის შემთხვევაში, პროცესი სტანდარტულია - ისეთივე, როგორც ფიზიკური პირისთვის. ინვოისით გადახდის შემთხვევაში კი, ქართული ონლაინ შოპინგის ისტორიაში პირველად, პროცესი სრულად ავტომატიზებულია, რომლის ფარგლებშიც, მარტივი ინსტრუქცია მომხმარებელს ანგარიშსწორების პროცესში ეხმარება. ორივე მეთოდით გადახდისთანავე, სასაქონლო ზედნადები შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ავტომატურად იტვირთება. Veli.store-ზე, ბიზნესის მიმართულების გაჩენიდან დღემდე, საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებით უკვე 260-ზე მეტმა ბიზნესმა ისარგებლა. 2022 წელს "თიბისის" ბიზნეს დაჯილდოებაში Veli.store-მა სწორედ ნომინაციაში „გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება“ გაიმარჯვა.
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)