20:32 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-23 11:55:46, 767 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და საინვესტიციო მიმზიდველობას.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა მიმოიხილა ორი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის აუცილებელი კომპონენტები.

"ლაშა ხუციშვილმა, ასევე, ისაუბრა გლობალური და რეგიონული მასშტაბის გამოწვევების პირობებში მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ფისკალური დისციპლინის მნიშვნელობის შესახებ. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკური ზრდის მთავარ წარმმართველ ძალად კერძო სექტორს მოიაზრებს. როგორც მან აღნიშნა, სწორედ ამიტომ, სახელმწიფო მიზნად ისახავს მხოლოდ იმ საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რომელიც წაახალისებს და მოიზიდავს კერძო ინვესტიციებს კონკრეტულ სფეროში, მათ შორისაა: ჩქაროსნული მაგისტრალი; ტურისტული ინფრასტრუქტურა; შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, ღრმაწყლოვანი პორტი.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და სტაბილური შეფასებაა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი. მისი თქმით, მთავრობის მნიშვნელოვანი ამოცანაა საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ფინანსთა მინისტრმა უპასუხა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს", - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics