21:07 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-22 14:25:30, 2135 ნახვა

საზოგადოება
როგორია რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოზე - IDFI სტატისტიკას აქვეყნებს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) რუსეთ-უკრაინის ომის საქართველოზე გავლენის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. 

არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში 1.46 მილიონი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 5-ჯერ მეტია. ამასთან, 2022 წლის საწყისი 9 თვის განმავლობაში, საქართველოში დარჩა რუსეთის 112,733 მოქალაქე.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს კომერციულ ბანკებში ანგარიში რუსეთის 109.9 ათასმა მოქალაქემ გახსნა. 

2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული აქვთ 2.87 მილიარდი ლარის დეპოზიტები. IDFI-ის ინფორმაციით, ეს რიცხვი, ომამდე პერიოდში, 4-ჯერ ნაკლები იყო. 

ასევე, 2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 15,186 იურიდიული პირი დააფუძნეს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მონაცემების თანახმად: 

მოქალაქეობა - 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით რუსეთის 551-მა მოქალაქემ მიიღო.

ქორწინება - 2022 წელს 5 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეების რუსეთის მოქალაქეებზე ქორწინების 806 შემთხვევა დარეგისტრირდა.

ბინადრობა - 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში ბინადრობის ნებართვა გაიცა რუსეთის 1,598 მოქალაქეზე, ხოლო უარი ეთქვა 434-ს.

ქონების შეძენა - 2022 წელს (9 სექტემბრამდე) რუსეთის მოქალაქეებმა სამმართველოში 15,164 შენობა/ ნაგებობა (მათ შორის 13,262 ბინა) და 13,850 მიწის ნაკვეთი შეიძინეს.

სკოლის მოსწავლეების რეგისტრაცია - რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში დარეგისტრირდა 1,841 რუსეთის მოქალაქე.

ეკონომიკა - 2022 წელს რუსეთში ექსპორტმა 651 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 41 მლნ-ით აღემატება 2021 წელს.

იმპორტი - 2022 წელს რუსეთიდან იმპორტმა 1.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 812 მლნ-ით აღემატება 2021 წელს.

ფულადი გზავნილები - 2022 წელს რუსეთიდან 2.07 მლრდ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით (411 მლნ.) დაახლოებით 5-ჯერ მეტია.

ტურიზმი - 2022 წელს რუსეთიდან საერთაშორისო მოგზაურობით მიღებულმა შემოსავალმა 891 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 6–ჯერ მეტია 2021 წელზე.

რუბლის ბრუნვა - 2022 წელს საქართველოში ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა იყიდეს 4.6 მლრდ რუბლი, ხოლო 4.3 მლრდ რუბლი გაყიდეს.

IDFI ასევე აქვეყნებს  რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში საჯარო უწყებების მიერ დაფარულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც: 

  • ეკონომიკის სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია და საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აღრიცხავს საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების ჩამონათვალს. 
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, არ აქვეყნებს დარჩენილი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობას.
  • სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო - დღეის მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეებზე რეგისტრირებული უძრავი ქონება და 2022 წელს (სრული წელი) შეძენილი ქონება.
  • სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო რუსეთის მოქალაქეებზე გაცემული ბინადრობის ნებართვებსა და ქორწინების 2022 წლის სრული სტატისტიკას.
  • სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო არ აქვეყნებს საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი გემების საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლის მცდელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics