21:07 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-22 12:48:36, 545 ნახვა

საზოგადოება
ენდოკრინოლოგი - ყოველდღე ვცდილობთ დავარწმუნოთ, რომ დაგვთანხმდეს იმ კვებაზე, რომელიც ამ ჩიხიდან გამოიყვანს

პაციენტის ენერგეტიკული ბალანსი ყოველდღიურად იმყოფება უარყოფით რეჟიმში, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტი იღებს მესამედ ან მეოთხედ კალორაჟს, რაც მას ესაჭიროება ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" ენდოკრინოლოგმა და ნუტრიციოლოგმა, სოფო მებუკემ მესამე პრეზიდენტის კვების შესახებ საუბრისას განაცხადა. 

როგორც ენდოკრინოლოგმა გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი დღეში იღებს 300-400 კალორიას, მაშინ როდესაც მინიმუმ 1700 კალორიას უნდა იღებდეს. მისივე თქმით, მადის დაქვეითების ფენომენი განპირობებულია თავისუფლების იძულებით აღკვეთის მომენტით. 

"პაციენტის ენერგეტიკული ბალანსი ყოველდღიურად იმყოფება უარყოფით რეჟიმში, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტი იღებს მესამედ ან მეოთხედ კალორაჟს, რაც მას ესაჭიროება ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის და წონის შენარჩუნებისთვის. შესაბამისად, წონის კლების დინამიკა გვაქვს, რომელიც დღემდე გრძელდება. ბოლო დღეების დაანგარიშებით, სადღაც 300-400 კალორიაა მის მიერ მიღებული საკვებისა, უნდა იღებდეს მინიმუმ 1700 კალორიას მაინც. არსებობს გარკვეული ენდოკრინული პათოლოგიებიც, მაგალითად მადის დაქვეითება, თუმცა შესაბამისი კვლევებით დადასტურდა, რომ ეს არის პაციენტის სუბიექტური, ფსიქოემოციურ ფონზე განვითარებული მადის დაქვეითების ფენომენი, რომელიც, როგორც თავადაც აღნიშნავს, განპირობებულია თავისუფლების იძულებით აღკვეთის მომენტით. ჩვენ გვაქვს ფაქტობრივად ყოველდღიური დარწმუნების მცდელობა, რომ პაციენტი დაგვთანხმდეს იმ კვებაზე, რომელიც ამ ჩიხიდან გამოიყვანს",- ამბობს სოფო მებუკე. 

მესამე პრეზიდენტის მკურნალმა ექიმმა, თამარ დავარაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ცილოვანი დანამატების მიღება დაიწყო, თუმცა მალევე შეწყვიტა. თან დაკავშირებით განაცხადა.

"ცილოვანი დანამატების მიღებაზე გვითხრა თანხმობა, მიიღო ორი დღე და მეც იმედი გამიჩნდა, რომ რა კარგია, თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ უკეთესს შედეგს მივიღებთ, მაგრამ მერე შეწყვიტა",- განაცხადა დავარაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics