2023-02-21 17:25:53, 665 ნახვა
საზოგადოება
ცაგერში, სოფელ ქულბაქთან ზვავში მოყოლილი ადამიანის ცხედარი იპოვეს
ცაგერში, სოფელ ქულბაქთან ზვავში მოყოლილი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ცაგერში სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მესაზღვრე-მაშველებმა ერთი ადამიანი ამოასვენეს.
ცნობისთვის, შემთხვევა გუშინ, 20 თებერვალს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქთან მოხდა. ჩქუმი-ქულბაქის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე კლდე ჩამოიშალა და ზვავმა ავტომობილი მოიყოლა, რომელშიც ერთი ადამიანი იმყოფება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,