21:12 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 17:06:12, 480 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრი - 2022 წელს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა მომსახურების სააგენტოში

შინაგან საქმეთა მინისტრმა  ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში  მოხსენებით გამოსვლისას, სამინისტროს მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა.

მინისტრის თქმით, გასულ წელს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის ტერიტორიაზე აშენდა სატრანსპორტო საშუალების იმპორტის, ექსპორტისა და რეექსპორტის საბაჟო პროცედურების განხორციელებისთვის, ასევე, სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისთვის განკუთვნილი შენობა.

„აღსანიშნავია,  რომ 2022 წელს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა მომსახურების სააგენტოშიც. რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის ტერიტორიაზე აშენდა სატრანსპორტო საშუალების იმპორტის, ექსპორტისა და რეექსპორტის საბაჟო პროცედურების განხორციელებისთვის, ასევე, სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისთვის განკუთვნილი შენობა, სადაც მოქალაქეებს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით შეუძლიათ მიიღონ მომსახურების სააგენტოს სერვისები. ამავე ტერიტორიაზე აშენდა იარაღის რეგისტრაციის, ნებართვებისა და ცნობების გაცემისთვის განკუთვნილი შენობა. იარაღის ბალისტიკისთვის საჭირო სივრცე მოეწყო რუსთავში, აგრეთვე, სააგენტოს საჩხერისა და ქუთაისის სამსახურებში“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics