12:20 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 16:23:27, 1526 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა ხერსონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება დაბომბეს - დაიღუპა სულ მცირე 6 ადამიანი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონი დაბომბეს, სროლის შედეგად რამდენიმე დაღუპული და დაჭრილია. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს. 

​"ხერსონი ცეცხლის ქვეშაა. უკვე 20-მდე აფეთქება დაფიქსირდა. დარჩით თავშესაფრებში ან უსაფრთხო ადგილებში“, - წერს  ალექსანდრ პროკუდინი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსებმა ხერსონის ცენტრი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება დაბომბეს, სადაც უამრავი ადამიანი იმყოფებოდა.ოკუპანტებმა ასევე დაარტყეს საცხოვრებელ კვარტალებს, კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, საბავშვო ბაღს, საავადმყოფოს, კერძო ავტოფარეხებს და მანქანებს.

როგორც ხერსონის თავდაცვის კომენდანტის პრეს-ოფიცერმა დმიტრო პლეტენჩუკმა განახადა, შემთხვევის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა, დაჭრილია - 12. 

მისივე ცნობით, საგრძნობლად დაზიანდა რამდენიმე შენობა, მრავალბინიან კორპუსებში პირდაპირი დარტყმის შედეგად რამდენიმე ბინას ცეცხლი გაუჩნდა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics