22:52 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 13:34:42, 697 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე გახარიაზე - მესამე წელია ვისმენთ, რატომ გადადგა თანამდებობიდან და ვერავინ ვერაფერი გაიგო

ეს ადამიანი მოწყვეტილია რეალობას, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის შეკითხვას გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ. 

მერის თქმით, "საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს და შესაბამისად აფასებს პოლიტიკური პარტიების საქმიანობას". 

„მესამე წელია ვისმენთ ამ ადამიანისგან, თუ რატომ გადადგა თანამდებობიდან და ვერავინ ვერაფერი გაიგო, თუმცა, რეალობა ყველამ ძალიან კარგად იცის. განცხადებები, რომელიც მისი მხრიდან კეთდება, მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანი მოწყვეტილია რეალობას.  

საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს,  კარგად აფასებს ყველა პოლიტიკური პარტიის საქმიანობას და ეს გამოიკვეთება არჩევნებზე მათი მხარდაჭერით. ეს არის ძალიან კარგი შეფასების კრიტერიუმი, ვინ რას აკეთებს. როდესაც მოდის არჩევნების დღე, ჩვენი მოსახლეობა იღებს გადაწყვეტილებას, იყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და აძლევს ხმას კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასა და პოლიტიკოსს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ დღეს, 21 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის და მას ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით ანაცვლებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics