22:52 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 13:09:49, 556 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე - მიზანმიმართული კამპანია, თითქოს ეს რუსული კანონია, დიდი სიცრუეა, ეს არის ქართული კანონი

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს რუსულ კანონთან არანაირი კავშირი არ აქვს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ყველას შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია, აღნიშნული კანონი შეადაროს სხვა ქვეყნების ანალოგიურ კანონებს, რომლებიც უფრო ხისტია.

„დავიწყებთ კანონპროექტის განხილვას. ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ ადამიანის უფლებებთან არ მოდიოდეს წინააღმდეგობაში. გამჭვირვალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს დღეებია ვისმენთ ბევრ არასწორ, ცრუ ინფორმაციას, თითქოს ეს არის რუსული კანონი. არანაირი კავშირი რუსულ კანონთან არ აქვს. ნებისმიერ ადამიანს,  ვისაც ინტერნეტთან წვდომა აქვს, შეუძლია ძალიან მარტივად მოიძიოს სხვა ქვეყნებში, თუნდაც ამერიკასა ან  უნგრეთში მიღებული კანონი, რომლებიც არის უფრო ხისტი. რუსულ კანონთან პარალელის გავლება ფიზიკურად შეუძლებელია“,- აღნიშნა თბილისის მერმა.

კითხვაზე, შეუქმნის თუ არა აღნიშნული კანონის მიღება საფრთხეს სხვადასხვა ორგანიზაციის საქმიანობას, კახა კალაძე პასუხობს, რომ მსგავსი საფრთხე არ არსებობს.

„არანაირი საფრთხე ორგანიზაციების დახურვის არ არსებობს. ზოგადად ჩვენ გვეუბნებიან, რომ რაღაც ასე გავაკეთოთ, რაც სწორი არაა. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც აქვს თავისი კონსტიტუცია, კანონები. ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, პარლამენტი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ისეთ კანონს არ მივიღებთ, რომელიც კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებებთან წინააღმდეგობაში მოვა. მიზანმიმართული კამპანია, რომ თითქოს ეს რუსული კანონია, დიდი სიცრუეა. ეს არის ქართული კანონი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics