22:56 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-20 22:54:52, 679 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - თუ დავშორდით ევროპას და რუსები ვაბოგინეთ ხელისუფლებაში, რას იტყვის ისტორია ჩვენზე ?!

თუ დაინგრა გელათი, თუ ევროპას დავშორდით, თუ კაცი მოკვდა საავადმყოფოში, თუ რუსები ვაბოგინეთ ხელისუფლებაში და დისკომფორტიც ვერ შევუქმენით. იტყვის ნეტავ, რომ ქართველი ხალხი ევროპას და სხვა სიკეთეებს იმსახურებდა?, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინას თავისუფალი სამყაროს ლიდერი ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ეწვია, რადგან ეს მათ თავისი ბრძოლით და თავდადებით მოიპოვეს.

მან დასძინა, რომ ქართველი ხალხიც იმსახურებს იგივე პატივს და ევროკავშირის წევრობას, მაგრამ სამწუხაროა რეალობა ისაა, რომ ქართქველი ხალხი არ აკეთებს საკმარისს იქამდე, რომ ისტორიის წინაშე მართლები იყვნენ.

"თავისუფალი სამყაროს ლიდერი ჯო ბაიდენი პრეზიდენტ ზელენსკისთან ჩავიდა. თან ვულოცავ უკრაინელებს, თან არც მიკვირს - ასე იქნება ამიერიდან სულ, რადგან უკრაინელები ამას იმსახურებენ! მათ თავისი ბრძოლით მოიპოვეს ეს! და რას იმსახურებს ქართველი ხალხი? - ჩემი აზრით, ყველაფერს საუკეთესოს, არა მარტო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანიც ასე ფიქრობს. თუმცა, არავინ არ გამოვდგებით შემფასებლად - ჩვენ მიკერძოებულები ვართ. მთავარია, რას იტყვის მიუკერძოებელი მსაჯული - ისტორია. რას იტყვის, თუ დაინგრა გელათი, თუ ევროპას დავშორდით, თუ კაცი მოკვდა საავადმყოფოში, თუ რუსები ვაბოგინეთ ხელისუფლებაში და დისკომფორტიც ვერ შევუქმენით. იტყვის ნეტავ, რომ ქართველი ხალხი ევროპას და სხვა სიკეთეებს იმსახურებდა?", - წერს გვარამია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics