22:56 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-20 21:31:54, 712 ნახვა

პოლიტიკა
ზახაროვა - სააკაშვილისა და გუაიდოს ბედი ელის ყველას, ვინც სიცოცხლე ამერიკელებს მიჰყიდა

სააკაშვილისა და გუაიდოს ბედი ელის ყველას, ვინც სიცოცხლე ამერიკელებს მიჰყიდა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მასობრივი ლობისტური კამპანია მიმდინარეობს, რასაც Reuters-ის მიერ გამოქვეყნებული გამოძიება მოწმობს, სადაც ამერიკული ლობისტური ჯგუფის Ackerman-ის ერთ-ერთი პარტნიორი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი მასიმო დი ანჯელოა.

ის ასევე შეეხო ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტს და საზოგადოებას მოუწოდა გაიხსენოს ყველა გასული ამერიკული პროექტი და დასძინა, რომ ზელენსკიც ისევ დაასრულებს, როგორც მიხეილ სააკაშვილი.

Reuters-მა გამოაქვეყნა საკუთარი გამოძიება აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით. ირკვევა, რომ ამერიკული ლობისტური ჯგუფი Ackerman, რომლის ერთ-ერთი პარტნიორია მასიმო დი ანჯელო, რომელიც, შემთხვევით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატია

„როდესაც დეტალები გაირკვა, ქართველმა ჟურნალისტებმა მაშინვე დაიწყეს მიშიკოს საქმის შესწავლა. მათ გაიგეს, რომ სააკაშვილმა უკვე თითქმის მილიონი დოლარი დახარჯა თბილისიდან გადასაყვანად, და - პიკანტური დეტალი! - გამოდის, რომ სააკაშვილის ადვოკატები არღვევენ აშშ-ს კანონს უცხოელი აგენტების შესახებ - უცხოური დაფინანსების შესახებ დროულად არ აცხადებენ.

სააკაშვილის, გუაიდოს ბედი ელის ყველა მათ, ვინც სიცოცხლე მიჰყიდა ამერიკელებს: საკუთარი ხალხის მიერ დაწყევლილი, უსარგებლოები, იძულებული არიან ამერიკაში ნაშოვნი ფული გულუხვად დახარჯონ ამერიკელ იურისტებზე საკუთარი ქვეყნების ღალატისთვის.

თუ გავითვალისწინებთ ბაიდენის დღევანდელ კადრებს კიევიდან ზელენსკისთან ერთად, არ დაივიწყოთ ყველა წინა ამერიკული პროექტის ბედი“, - განაცხადა ზახაროვამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics