|
2023-02-20 19:25:12, 667 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ შამუგია - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველივე დღიდან აქტიურად არის ჩართული სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველივე დღიდან აქტიურად არის ჩართული სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამაში, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე. „დასაქმების პროგრამაში, დაახლოებით 4 ათასამდე პოზიცია შეირჩა. ადამიანები დასაქმებული გვყავს როგორც სატყეო და დაცული ტერიტორიების სააგენტოებში, ასევე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში, შესაბამისი შტაბის საქმიანობაში. დღესაც ღია ვართ, რომ ჩავრთოთ დაინტერესებული ადამიანების და მივცეთ მათ დასაქმების საშუალება. მინდა გითხრათ, რომ გვაქვს შემთხვევები, რომ ადამიანებმა, რომლებიც დასაქმების პროგრამის ფარგლებში ავიყვანეთ, შემდგომში გამოავლინეს საკმაოდ მაღალი კვალიფიკაცია და ზოგიერთი მათგანი დღეს უკვე ძირითად შტატშია. ჩვენი მიზანიც ის არის, რომ ამ ადამინებმა მიიღონ მეტი გამოცდილება, მეტი ცოდნა და შემდგომში უფრო მაღალანაზღაურებად სამსახურებში დასაქმდნენ“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)