|
2023-02-20 18:35:00, 672 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - ამ ქვეყანაში არის მთავრობა, სადაც არასასურველია ანტი-პუტინისტების ჩამოსვლა და წითელი ხალიჩებით ხვდებიან გავრილოვებს
ამ ქვეყანაში არის ისეთი მთავრობა, სადაც არასასურველია ანტი-პუტინისტების ჩამოსვლა და წითელი ხალიჩებით ხვდებიან გავრილოვებს, პოზნერებს, ალიუზდენოვებს და ხალხს, რომლებიც არღვევენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ემსახურებიან იმპერიას, - ასე გამოეხმაურა პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, რუსი ანტიპუტინისტი მწერლის და ჟურნალისტი ფილიპ ძიადკოს საქართველოში არ შემოშვების საკითხს. მისივე თქმით, საინტერესოა თუ რატომ არ უშვებენ ქვეყანაში ისეთ ხალხს, რომლებიც საქართველოს და მშვიდობიანი ქვეყნების გამო უპირისპირდებიან რუსეთის იმპერას. "მე მინდა მივიდე ამ ადამიანთან, მთელი ღამე გაატარა რაღაც პატარა სივრცეში და სამი დღე უნდა გაატაროს კიდევ აქ... წამების პირობებში არის, ასე უდიერად ეპყრობიან და მაინტერესებს რის საფუძველზე არ უშვებენ ანტიპუტინისტ ჟურნალისტს, რომელიც ებრძვის იმპერიას ჩვენი ინტერესებისთვის, ვინც იმპერიას ებრძვის იმას რომ არ უშვებენ, უკრაინიდან მოწვევაზე უარს რომ იძახიან, ევროპული ვიზები რომ არ უნდათ და რუსეთის მოგება რომ უნდათ რა თქმა უნდა იქნება პროტესტი. ამ ქვეყანაში არის ისეთი მთავრობა, სადაც არასასურველია ანტიპუტინისტების ჩამოსვლა და წითელი ხალიჩებით ხვდებიან გავრილოვებს, პოზნერებს, ალიუზდენოვებს და ხალხს, რომლებიც არღვევენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ემსახურებიან იმპერიას", - განაცხადა ხოშტარიამ. შეგახსენებთ, რუსი ანტიპუტინისტი მწერალი და ჟურნალისტი ფილიპ ძიადკო, რომელიც ვენიდან თბილისში გუშინ ჩამოფრინდა, საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს. იგი აეროპორტში ყავთ გაჩერებული. დღეს, 18:00 საათზე, ელენე ხოშტარიამ აქტივისტებთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან აქცია გამართა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)