|
2023-02-20 16:43:12, 697 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - დაგველოდეთ და დაგვთვალეთ, ოღონდ მოიმარჯვეთ ბევრი კალკულატორი, დაგჭირდებათ
გაძლევთ პირობას, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში მოვალ და ყველა სახლზე დავაკაკუნებ, მე და ჩემი გუნდი ვიქნებით ის ადამიანები, ვინც უზრუნველყოფს მთელი საქართველოდან პროტესტის მობილიზებას დედაქალაქში, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, დედაქალაქშია აქცია იქნება ბევრად მასშტაბური და შეძლებენ მიაღწიონ მიზანს - გაათავისუფლონ ციხიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. "მე მინდა თითოეულ თქვენგანს მივცე პირობა და ამას ვაკეთებ ყველგან სადაც ჩავდივარ - ვარწმუნებ, რომ ეს არის უკომპრომისო და საბოლოო ბრძოლა გამარჯვებამდე. მანამ, სანამ შედეგ არ გამოიღებს ეს ბრძოლა. გაძლევთ პირობას, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში მოვალ და ყველა სახლზე დავაკაკუნებ. მე და ჩემი მეგობრები და გუნდი ვიქნებით ის ადამიანები, ვინც უზრუნველყოფს მთელი საქართველოდან პროტესტის მობილიზებას დედაქალაქში. ეს იქნება ორგანიზებული და გამარჯვებაზე მოტივირებული ბრძოლა. ჩემო ძვირფასებო, დაგველოდეთ და თვალყური გვადევნეთ, დაგველოდეთ და დაგვთვალეთ, ოღონდ მოიმარჯვეთ ხელში ბევრი კალკულატორი, იმიტომ რომ დაგჭირდებათ ძალიან მალე. მთელის აქართველო ჩვენ ვიქნებით და გავიმარჯვებთ და დავიხსნით პრეზიდენტ სააკაშვილს",- განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორი რუსი უფლებადამცველი და ბლოგერი მარკ ფეიგინია. თბილისის გარდა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობ ბათუმში და ასევე, მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყანაში.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)