|
2023-02-20 10:47:58, 701 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - მწამებლები იყვნენ თვითონ. დროა, როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად აგონ პასუხი
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ფაქტები ცხადყოფს, რომ მწამებლები თავად ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ და ახლა ისინი ცდილობენ, სხვას დააბრალონ ის, რასაც თვითონ „წარმატებით" აკეთებდნენ. „დრო არის ერთხელ და სამუდამოდ, რომ ყველამ შეაჩეროს რაიმე სახის წამებაზე ლაპარაკი. მწამებლები იყვნენ თვითონ – ეს არის ფაქტებით დადასტურებული. და როგორც სამართლებრივად, უნდა აგონ პასუხი, ისე უნდა აგონ პასუხი პოლიტიკურადაც. "მინდა, მათ შევახსენო, რომ მათი პოლიტიკური დანაშაულის ხანდაზმულობა ჯერჯერობით არ გასულა, და, შესაბამისად, ნუ დაავიწყდებათ ის, რომ მათ ამ ყველაფრისთვის სათანადო წესით უნდა აგონ პასუხი. და რა იგულისხმება ამაში? – ჩახედონ სარკეში საკუთარ თვალებს; ასევე, შეხედონ ადამიანებს და მოუხადონ მათ ბოდიში. ნაცვლად ამისა, დღემდე ცდილობენ საზოგადოების რაც შეიძლება უფრო მეტად დამუნათებას და სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, რომ რასაც აკეთებდნენ თვითონ „წარმატებით", დააბრალონ სხვას. ეს არის გამორიცხული. შესაბამისად, დრო არის, რომ გაიაზრონ თავიანთი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ქართველი ხალხის წინაშე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდგომ პოლიტიკურ ვერდიქტს მათთან მიმართებით მიიღებს ქართველი ხალხი", – განაცხადა რატი ბრეგაძემ გადაცემა „იმედი LIVE"-ში.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)