|
2023-02-20 10:40:26, 883 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე ღარიბაშვილზე - არავის აინტერესებს რუსეთის წინაშე გაწოლილი ბიძინას მოურავის გამოსვლა
არჩევანი - დასავლეთი თუ რუსეთი, რაც არის რეალური არჩევანი დღეს, ნელ-ნელა ჩაანაცვლეს არჩევანით - ომი თუ მშვიდობა, რაც ყალბი არჩევანია,- ასე შეაფასა "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები. ჯაფარიძის თქმით, საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას, არ აქვს უფლება თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი (დასავლეთში, ნატოსა და ევროკავშირში), რადგან რუსეთს გააჩნია მისი ინტერესები კავკასიაში რომლებიც გასათვალისწინებელია დასავლეთის მიერ. "ღარიბაშვილის მიუნხენის ‘გამოსვლაზე’ ჯერ ერთი არანაირი გამოსვლა არ ყოფილა. არავის აინტერესებს იქ დღევანდელ მოცემულობაში რუსეთის წინაშე გაწოლილი ბიძინას მოურავის გამოსვლა. პანელური დისკუსია იყო კავკასიაზე, ორი კითხვა დაუსვეს და მათზე პასუხად იბოდიალა ის რასაც ახლა ‘გამოსვლად’, ‘მიმართვად’ და ‘სიტყვად’ ასაღებენ. რა მოვისმინეთ ამ კონფერენციაზე დასავლეთის ქვეყნების ლიდერებისგან: - რუსეთმა ჩაიდინა კაცობრიობის წინაშე დანაშაულები რა მოვისმინეთ ღარიბაშვილისგან: - ომი ცუდია ანუ სტანდარტული რუსული ნარატივი: 1. დიდმა მოთამაშეებმა დაალაგონ ურთიერთობა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოზე რომ გადმოვათამაშოთ, ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანას, არ გვაქვს უფლება თავად განვსაზღვროთ საკუთარი მომავალი (დასავლეთში, ნატოსა და ევროკავშირში), რადგან რუსეთს გააჩნია მისი ინტერესები კავკასიაში რომლებიც გასათვალისწინებელია დასავლეთის მიერ. ის რასაც პუტინი ლაპარაკობს წლებია. ოღონდ ეს ყველაფერი შეფუთულია ‘მშვიდობის’ სოუსში. ‘მშვიდობას’ ყიდიან ომით დაშინებულ ხალხზე. არჩევანი - დასავლეთი თუ რუსეთი, რაც არის რეალური არჩევანი დღეს, ნელ-ნელა ჩაანაცვლეს არჩევანით - ომი თუ მშვიდობა, რაც ყალბი არჩევანია (სინამდვილეში პირიქითაა, გრძელვადიანი მშვიდობა სწორედ ნატო და დასავლეთია), მაგრამ ეფექტურად მუშაობს. ეგეც რუსული ამბავია, ბევრჯერ ნაცადი. სულ მშვიდობას გვტენიდნენ ეგ დედააფეთქებულები. აფხაზეთსა და სამაჩაბლოშიც ‘მშვიდობა დაამყარეს’ 1990-იანებში და ‘მშვიდობისმყოფელები’ ჩააყენეს. 1783-შიც მშვიდობის დაპირება მოგვყიდეს (‘ახლა კი დროა, სოლომონ, რომა მშვიდობა ნახოს საქართველომა’). 2 საუკუნეზე მეტია ერთი ტყუილით გვაბოლებენ. იქნებ როგორმე ამჯერად აღარ დავა&^%ვებინოთ თავი და გავუშვათ რუსული სამხედრო ხომალდის მიმართულებით?",- წერს ჯაფარიძე. შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილმა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ "მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების მიზანი იყო რევოლუციის მოხდენა და მასობრივი მკვლელობების ინსპირირება". გარდა ამისა, მან ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე და აღნიშნა, რომ "რთულია ითქვას, რა მოხდება, სად იქნება ევროპა უკრაინის ომის შემდეგ".
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)