01:42 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-18 17:20:38, 1380 ნახვა

ომი უკრაინაში
ჰარისი - შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაადგინა, რომ რუსეთმა ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ

შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაადგინა, რომ რუსეთმა ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა სამხედრო დანაშაული და ომის თანამონაწილენი არიან აუცილებლად მიეცემიან პასუხისგებაში.

"შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაადგინა, რომ რუსეთმა ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. მე ვეუბნები ყველას, ვინც ჩაიდინეს ეს დანაშაულები და მათ ზემდგომ პირებს, რომლებიც ამ ყველაფრის თანამონაწილე არიან - თქვენ პასუხისგებაში მიეცემით.

ამ არაპროვოცირებული ომის დაწყების დღიდან, ჩვენ მოწმე გავხდით რუსული ძალების საშინელი სისასტიკისა და ომის დანაშაულების. რუსულმა ძალებმა განახორციელეს ფართო და სისტემური თავდასხმები მშვიდობიანი მოქალაქეებზე - საშინელი მკვლელობები, წამება, გაუპატიურება და დეპორტაცია", - განაცხადა კამალა ჰარისმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics