01:41 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-18 13:44:15, 1435 ნახვა

ომი უკრაინაში
პუტინის მზარეულის დაჯგუფება ვაგნერმა დაკარგა 30,000-ზე მეტი მებრძოლი - აშშ

აშშ-ის მთავრობის შეფასებით, საერთაშორისო დამნაშავეთა ჯგუფად აღიარებულმა "ვაგნერმა" დაკარგა 30000-ზე მეტი დაჭრილი და მოკლული უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. - ამ შეფასებას აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი ჯონ კირბი აკეთებს, ამის შესახებ CNN იუწყება.

მისი თქმით, საუბარია 9 ათას მოკლულზე, მათგან ნახევარი დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოკლულია, ხოლო დეკემბერში დაღუპულთა დაახლოებით 90% რუსეთის ციხეებიდან იყო აყვანილი.

„ისინი თავიანთ ახალწვეულებს, ძირითადად მსჯავრდებულებს, როგორც ქვემეხის საკვებს ისე ექცევიან, სიტყვასიტყვით ხორცსაკეპ მანქანაში აგდებენ არაადამიანურად, ყოველგვარი ფიქრის გარეშე. ადამიანებს ციხებიდან უშვებენ და ბრძოლის ველზე აგდებენ მომზადების, აღჭურვილობის და ორგანიზაციული ხელმძღვანელობის გარეშე“, - ამბობს კირბი.
ცოტა ხნის წინ  ვაგნერმა ზარალი განიცადა ბახმუტისთვის სასტიკ ბრძოლებში. კირბი აღნიშნავს, რომ რუსეთი „ეტაპობრივ მიღწევებს“ აღწევს ქალაქსა და მის გარშემო, რადგან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბრძოლები გაძლიერდა.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებს არ შეუძლია წინასწარ განსაზღვროს, დაიკავებს თუ არა ბახმუტს რუსეთი, მაგრამ მაშინაც კი, თუ ეს მოხდება, ქალაქს "არავითარი რეალური სტრატეგიული ღირებულება არ აქვს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics