|
2023-02-18 13:16:34, 1955 ნახვა
სამხედრო
საჩხერის სამთო მომზადების სკოლა 17 წლის იუბილეს აღნიშნავს
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა იუბილარია. სკოლის იუბილეს წინ უძღოდა ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სამთო მომზადების ზამთრის შუალედური კურსი, რომელიც ოთხი კვირის განმავლობაში ჯერ აბულის სამთო სასროლეთზე, შემდეგ კი, გუდაურში მიმდინარეობდა. სკოლის იუბილე და კურსის გამოშვების ცერემონიალი საჩხერეში სამთო მომზადების სკოლაში გაიმართა. სამხედროებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და ხარაგაულის, საჩხერისა და ჭიათურის მაჟორიტარმა პაატა კვიჟინაძემ. ღონისძიება პირადი შემადგენლობის დაჯილდოებით დასრულდა. საჩხერის სამთო მომზადების სკოლა მსოფლიოში აკრედიტებული პარტნიორობა მშვიდობისათვის ცენტრებს შორის ერთადერთია სამთო მიმართულებით და აქტიურად ახორციელებს უცხოელი სამხედროების მომზადება-გადამზადებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)