|
2023-02-18 11:35:05, 744 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი - ოჩიგავას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ციხეებში სისტემური დანაშაულები ხდებოდა
ეს განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იმ პერიოდში, როდესაც მერაბიშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი, ახალაიები მართავდნენ ქვეყანას და ძალოვან სისტემას, ჩვენს ციხეებში ხდებოდა სისტემური დანაშაულები, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისივე თქმით, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება საჭირო იყო სააკაშვილის რეჟიმის დასახასიათებლად, რომ როგორმე ევროპამ და დასავლეთმა, უკეთ გაიგოს თუ ვისთან ჰქონდა ქართველ ხალხს საქმე. „ეს განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იმ პერიოდში, როდესაც მერაბიშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი, ახალაიები მართავდნენ ქვეყანას და ძალოვან სისტემას, ჩვენს ციხეებში ხდებოდა სისტემური დანაშაულები. აქ წამების ცალკეულ ფაქტებზე კი არ იყო საუბარი, არამედ ეს იყო არაერთი პატიმრის ყოველდღიური წამება, ანუ დანაშაული, რომელიც ახასიათებდა საკუთრივ სისტემას“, - განაცხადა წულუკიანმა. შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, 2023 წლის 16 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა სისტემისთვის დამახასიათებელი იყო.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)