|
2023-02-17 23:15:19, 1573 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი - გალერეა არ არის კერძო ბუტკა, ის არის სახელმწიფოს კუთვნილება, სადაც ელემენტარული წესები არსებობს
წარმოვიდგინოთ, რომ მოვესწარით ასეთ ბედნიერ დღეს რომ ფიროსმანი გაცოცხლდა, გამოგვეცხადა გალერეაში და გაიტაცა თავისი რომელიმე ნამუშევარი, ექნებოდა თუ არა მას ამის უფლება?, - ეს პარალელი კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მხატვარ სანდრო სულაბერიძის საქმეზე გაავლო. წულუკიანმა აღნიშნა, რომ გალერეა არ არის კერძო ბუტკა, ის არის სახელმწიფოს კუთვნილება, სადაც ელემენტარული წესები არსებობს, რომელსაც უნდა დაემორჩილონ. "თავიდან გალერეის გუნდი დაბნეული იყო რადგან არ იყო მათთვის ცნობილი, რომ მხატვარმა გაიტაცა საკუთარი ნამუშევარი. თუმცა, რაც არ უნდა შენივე ნამუშევარი გაიტაცო გალერეიდან... აი, მაგალითად რომ წარმოვიდგინოთ, რომ მოვესწარით ასეთ ბედნიერ დღეს რომ ფიროსმანი გაცოცხლდა, გამოგვეცხადა გალერეაში და გაიტაცა თავისი რომელიმე ნამუშევარი, ექნებოდა თუ არა მას ამის უფლება? ძალიან ფილოსოფიური და საინტერესო კითხვაა, თუ მივცემდით ამის ნებას მაშინ იმასაც დავაყოლებდით, რომ ფიროსმანი ფიროსმანია, არის ელემენტარული წესები. გალერეა არ არის კერძო ბუტკა, არის სახელმწიფოსი. სხვა თუ არაფერი ეს არის საგამოფენოო სივრცე და საცავიც. რა თქმა უნდა, გალერეაში იყო უსაფრთხოების რგოლშიც, როგორც ჩანს, სისუსტე ადამიანმა რომ მოხსნა, წავიდა, გაიარა ამხელა მანძილი და მიიმალა. დასაფასებელია რომ ადამიანებმა იგრძნეს იქ პასუხისმგებლობა და თავისით დატოვა სამსახური", - განაცხადა წულუკიანმა. ცნობისთვის, 4 თებერვალს, გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ ეროვნულ გალერეაში საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“ დაწერა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)