04:48 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-17 16:32:44, 1605 ნახვა

ეკონომიკა
„ჯი-თი მოტორსმა" საქართველოში BMW-ს და MINI-ს ახალი შოურუმი გახსნა

15 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხეივანზე „ჯი-თი მოტორსმა" BMW-ს და MINI-ს ახალი, დროებითი შოურუმი გახსნა. კომპანია ბრენდებს ოფიციალურად 2022 წლის 1 სექტემბრიდან წარმოადგენს.

ღონისძიება გაიმართა ორ ეტაპად. დღისით დროებით შოურუმის ოფიციალური გახსნა და საღამოს საზეიმო ღონისძიება, რომლის დროსაც ასევე შედგა მე-7 სერიის ახალი მოდელის პრეზენტაცია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ BMW GROUP-ის აფრიკისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის პრეზიდენტი - დოქტორ ტომას რინი, გაყიდვების ხელმძღვანელი - კონრად ბაუმგარტნერი, დილერ განვითარების გუნდის ხელმძღვანელი - დანიელ მეილერი და გაყიდვების ხაზის განვითარების დირექტორი - ფრან ვეიშაუპტი და ეკონომიკის სამინისტროს პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე. ხოლო საღამოს ღონიძიებას ასევე ესწრებოდა გერმანიის ელჩი საქართველოში ენრსტ პიტერ ფიშერი და თბილისის მერი კახა კალაძე.

აღსანიშნავია, რომ შოურუმი, რომელიც დ. აღმაშენებლის 216-ში გაიხსნა არის დროებითი, ხოლო,  ახალი, ე.წ. L shape შოურუმი 2024 წელს, „თიბისის“ მხარდაჭერით გაიხსნება და ის იქნება ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში, რომელიც BMW-ს განახლებული კონცეფციის სტანდარტებით დაპროექტდება.

„ჯი-თი მოტორსის" მიერ გაწეული ინვესტიცია, რომელიც აღნიშნული ბრენდების საქართველოში ოფიციალურად შემოსვლისთვის და ახალი შოურუმისთვის განხორციელდება შეადგენს 10 მილიონ დოლარს,  ხოლო კომპანიის მიერ ჯამურად დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს 198-ს.

„ჯი-თი მოტორსის" მიერ საქართველოში ოფიციალურად წარმოდგენილი საავტომობილო ბრენდებია ასევე: Jaguar, Land Rover, Ford და Suzuki.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics