|
2023-02-17 14:17:11, 1045 ნახვა
საზოგადოება
ვქმნით მეცნიერების მომავალს - „საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის სკოლის STEM სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო
„საქართველოს ბანკი“ განაგრძობს STEM განათლების მხარდაჭერას და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, „საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის სკოლის ინიციატივით, მოსწავლეებისთვის STEM სკოლა იხსნება. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში, განსაკუთრებით კი საქართველოს რეგიონებში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და პოპულარიზაციას. STEM სკოლის ფარგლებში, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ ერთწლიანი სასწავლო კურსი ონლაინ და მიიღონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ STEM სკოლაში გაკვეთილებს კომაროვის პროფესიონალები გაუძღვებიან. სასწავლო პროცესი კი ერთი წლის განმავლობაში ორ მოდულად ჩატარდება. გაკვეთილები კვირაში ერთხელ, ონლაინ რეჟიმში, შაბათობით გაიმართება და სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება. STEM სკოლა 150 მოსწავლეს მიიღებს. ამისათვის საჭიროა რეგისტრაციის გავლა და ონლაინ გამოცდის ჩაბარება. რეგისტრაცია 17 თებერვალს დაიწყო და 3 მარტს დასრულდება. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. „საქართველოს ბანკი“, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ 60 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეს სწავლას სრულად დაუფინანსებს. „საქართველოს ბანკში ჩვენთვის მთავარი ღირებულება განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა. ამიტომ, მიზნად დავისახეთ, სკოლის მოსწავლეებისთვის შეგვექმნა შესაძლებლობა, მიეღოთ თანამედროვე სამყაროში ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებით - STEM მიმართულებებით სიღრმისეული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. STEM სკოლის შექმნის მიზანიც სწორედ ეს არის - ერთი მხრივ, გვსურს, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ ინტერესის გაჩენას, იქნება ეს ინჟინერია, ტექნოლოგიები, მათემატიკა, ფიზიკა თუ სხვა, რათა გავხადოთ ეს პროფესიები უფრო მეტად პოპულარული და მოთხოვნადი. მეორე მხრივ კი ჩვენი მიზანია, იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ აღნიშნული მიმართულებები, მივცეთ წვდომა ხარისხიან განათლებაზე, რის საშუალებასაც კომაროვის სკოლის გამოცდილება იძლევა“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ გოჩაშვილი. STEM სკოლაში სასწავლებლად საჭიროა:
STEM სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ეწვიეთ ვებგვერდს. რეგისტრაციისთვის კი გადადით ბმულზე.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)