|
2023-02-17 09:11:01, 697 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი ევროკავშირის რეზოლუციაზე - ეს არის ყველაზე არადემოკრატიული და არაევროპული ქცევა
მარტივი პროპაგანდისტული ხაზია, რომელიც ყალბ დილემებს ქმნის - სააკაშვილის სიკვდილი თუ ევროკავშირის წევრობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE” ევროკავშირში მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირში მიღებულ რეზოლუცია არის ყველაზე არადემოკრატიული და არაევროპული ქცევა, რომელსაც ვხედავთ. „როდესაც ასეთი ცრუ დილემის წინაშე აყენებენ ამა თუ იმ პარლამენტის წევრს რა თქმა უნდა ეს ვიღაცაზე ემოციურად მოქმედებს და მას ურჩევნია მხარი დაუჭიროს რეზოლუციას, ვიდრე რაიმე ასეთი ბრალი შემდეგ არ ჰქონდეს. ერთ წელზე მეტია სააკაშვილი სასჯელს იხდის და ყოველდღე არის სიკვდილის ქრონიკა, როდესაც გვეუბნებიან რომ წამი წამზე, წუთი წუთზე, დღეს თუ არა ხვალ მოკვდება და გავიდა უკვე წელიწად ნახევარი. ჩვენ მეტი არგუმენტი რა უნდა ვთქვათ, გარდა იმისა, რომელსაც თავად დრო აძლევს ამ ადამიანებს და კიდევ ერთხელ ეს არის ცრუ დილემის შექმნა იმისთვის, რომ მოხდეს პირდაპირი შანტაჟი, მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ცრუ დილემა, თითქოს არჩევანი არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ევროკავშირში საქართველოს წევრობას შორის. ეს არის ყველაზე არადემოკრატიული და არაევროპული ქცევა, რომელსაც სამწუხაროდ ვხედავთ და ამის განსახიერება თავად ამ რეზოლუციაშიც იყო სხვა ასევე მცდარი ინფორმაციები, რომელიც შიგნით არის მოხსენიებული.“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)