02:12 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-16 23:57:37, 720 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი - რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს

სამწუხაროდ, რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს, რომ წავიდნენ და იომონ უკრიანაში, - ასე უპასუხა ექსპრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "TVპირველის" ჟურნალისტის კითხვას, "არის თუ არა დარჩენილი რაიმე წითელი ხაზი, რაც არ გადაკვეთა ხელისუფლებამ". 

მისივე თქმით, თუ ის რამე უფრო მძიმეს და მიუღებელს მოელის, ეს არის ქართული სახელმწიფოს პირდაპირი დახმარება რუსეთის ფედერაციისთვის უკრაინისა და სიკეთის წინააღმდეგ ამ ომში. 

"სამწუხაროდ, რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს, რომ წავიდნენ და იომონ უკრიანაში. ხშირად ამბობენ ხოლმე, რაღაცას რომ ვამბობ, მერე არის ხოლმე, რომ გადავამეტე, არასტანდარტული ვთქვი... გაგახსენებთ ჩვენზე არანაკლებ გმირ ჩეჩენ ხალხს, რომლებმაც ძალიან მძიმე ომი იომეს და გენოციდი მოხდა ამ ხალხის, რუსებმა ამოწყვიტეს, ფაქტობრივად, დიდი პროცენტი ამ ხალხის. ჩეჩნეთის ახალგაზრდები, იმ გმირების, სავარაუდოდ, შვილები, დღეს ამბობენ, რომ პუტინის მგლები არიან და გაწყვეტენ უკრაინელებს. არ არიან ჩეჩნები არც ჩვენზე მშიშრები, არც ჩვენზე მხრდალები, არც ჩვენზე ნაკლებად მეომრები, მაგრამ ეს არის ბედის და ერის ტრაგედია. აქედან გამომდინარე, თუ რამე, რაც მე კიდევ უფრო მძიმეს და მიუღებელს მოველი, ეს არის ქართული სახელმწიფოს პირდაპირი დახმარება რუსეთის ფედერაციისთვის უკრაინისა და სიკეთის წინააღმდეგ ამ ომში", - განაცხადა მარგველაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics