02:29 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-16 23:08:22, 1477 ნახვა

ომი უკრაინაში
კომპრომისი პუტინთან? არა! - ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა არ წავა ტერიტორიულ დათმობებზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არავითარ დათმობაზე არ წავა ტერიტორიულ საკითხზე და ქვეყნის მიწებს დაიბრუნებს. - ამის შესახებ, ზელენსკიმ   BBC-ის საერთაშორისო მიმომხილველს ჯონ სიმპსონს ინტერვიუს დროს განუცხადა. 

ზელენსკიმ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან კომპრომისის შესაძლებლობის შესახებ კითხვის პასუხად თქვა:

"დღეს ჩვენი გადარჩენა, ჩვენი ერთიანობა ერთი მიზანია. ჩვენ მივდივართ ევროპაში, უკრაინამ აირჩია ეს გზა. ამ ყველაფრის დაკარგვა არ შეიძლება. უკრაინას სურს უსაფრთხოების გარანტიები, ჩვენ ყველას გვინდა ეს - ჩვენ ერთიანი ვართ. ამიტომ, ნებისმიერი ტერიტორიული კომპრომისი მხოლოდ დაასუსტებს ჩვენს სახელმწიფოს. კითხვა არ არის სიტყვაში „კომპრომისი“. რატომ უნდა შეგეშინდეთ მისი? ჩვენ გვაქვს მილიონი კომპრომისი ცხოვრებაში. ისინი ყოველ დღე ხდება. საკითხავია ვისთან ერთად. კომპრომისი პუტინთან? არა! რატომ? იმიტომ რომ რწმენა არ არსებობს. - განაცხადა  ვლოდიმირ ზელენსკიმ.

მან დასძინა, რომ ნებისმიერი კომპრომისი დონბასთან, ყირიმთან ან უკრაინის სამხრეთ ტერიტორიებთან დაკავშირებით იქნება „ბომბი ჩვენი ქვეყნის ცენტრში და ბომბი ევროპის ცენტრში“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics