|
2023-02-16 16:21:59, 835 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - ოდნავ მაინც რომ მეპარებოდეს ეჭვი, რომ თვითდაზიანებას აქვს ადგილი, სააკაშვილს არ ვაზიარებდი
გამოდის, რომ ეს ადამიანი სასიკვდილოდ არის გამეტებული, აუცილებლად მოკვდება თუ ასე გაგრძელდა, - ამის შესახებ ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს ეპარქიის მმართველმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. მეუფე ნიკოლოზმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ექსპრეზიდენტის მიერ თვითდაზიანების ფაქტი გამორიცხა და თქვა, რომ ასეთ შემთხვევაში, არ აზიარებდა. "ამ ქვეყანაში არ მინდა მოქმედებდეს ე.წ. ლინჩის წესი. დღეს უკვე ხელმისაწვდომია ტერმინების განმარტება და მე ვფიქრობ, ყველამ შეიძლება ჩაიხედოს და ნახოს ინტერნეტში, რას ნიშნავს ლინჩის წესით გასამართლება. ეს ნიშნავს, სასამართლო პროცესის გარეშე განაჩენის გამოტანას... ყოველ შესვლაზე სააკაშვილი უარესად და უარესად არის და რაც მე ბოლოს ვნახე ჩემი თვალით, მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ყოველგვარ ფარგლებს გადაცდენილი... გამოდის, რომ ეს ადამიანი სასიკვდილოდ არის გამეტებული, აუცილებლად მოკვდება თუ ასე გაგრძელდა... მე, როგორც სასულიერო პირსა და მის მოძღვარს, ოდნავ მაინც რომ მეპარებოდეს ეჭვი, რომ თვითდაზიანებას აქვს ადგილი, არავითარ შემთხვევაში, არ ვაზიარებდი... თუნდაც ეს ასე იყოს, ასეთი საჯარო თვითდაზიანება, რომელსაც ადამიანი სიკვდილამდე მიჰყავს და მიიყვანს აუცილებლად, ამაში უკვე ეჭვი აღარავის არ უნდა ეპარებოდეს, ასე თუ გაგრძელდა მოკვდება, მე მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან ცუდი მაგალითია ქვეყანაში და მე ვფიქრობ, რომ ქვეყანამ - ხელისუფლებამ, საზოგადოებამ ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის, რომ ამ საჯარო მაგალითისგან გათავისუფლდეს რაღაცნაირად", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)