|
2023-02-16 14:49:37, 778 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილი - ნედ პრაისს დავურეკო, კანონის ინიცირებას ვაპირებ და შენ თანახმა ხარ თუ არა?
ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ ყაველაშვილი "უცხოური აგენტების შესახებ" მიერ მომზადებულ კანონპროექტს დემოკრატიულს უწოდებს და თვლის, რომ რუსულ ანალოგთან არანაირი კავშირი არ აქვს. ყაველაშვილი ასევე გამოეხმაურა აღნიშნული ინიციატივის შესახებ ნედ პრაისის შეფასებას და დასძინა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა საკუთარი განცხადებები მეტად უნდა განმარტოს, რადგან "გაუგებარია რას გულისხმობს". "მე რუსული კანონპროექტი თვალით არ მინახავს. ჩვენ არავის არაფერს არ ვუზღუდავთ, პირიქით, აქ არის დემოკრატიაზე და გამჭვირვალობაზე საუბარი. მე მიკვირს, რომ ასეთი შეფასებები ხდება და ეს არის შეურაცხმყოფელი განცხადებები. მე დღემდე ვერ მოვისმინე ვერცერთი არგუმენტირებული სამართლებრივი შენიშვნა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ვერ ვიგებ ნედ პრაისის განცხადებას და ასეთ დამოკიდებულებას. როდესაც სტრატეგიული პარტნიორია ჩემი ქვეყნის, ასეთი დიდაქტიკური და მოწოდება პირდაპირ, რომ ადამიანის უფლებები, დემოკრატია იზღუდება და ფაქტების გარეშე ამაზე საუბარი, უნდა მივეჩვიოთ, რომ ვინც არ უნდა იყოს, მიუხედავად პატივისცემისა, თავიდანვე ამით აღვნიშნე, კეთილი ინებოს და განმარტება გააკეთოს, რას გულისხმობს, რომელ პუნქტს გულისხმობს. მე ნედ პრაისს დავურეკო, რომ ახლა კანონის ინიცირებას ვაპირებ და შენ თანახმა ხარ თუ არა, ეს ვკითხო ნედ პრაისს?",- ამბობს ყაველაშვილი. შეგახსენებთ, "ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა გუშინ, 15 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დააინიცირებენ. ანტიდასავლურ მოძრაობაში ამბობენ, რომ შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი, რომელმაც განაცხადა, რომ "ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას".
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)