|
2023-02-16 10:18:58, 1214 ნახვა
პოლიტიკა
მედია - უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის საქმეზე
უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის ინიციატივა, გამოეთქვათ პროტესტი საქართველოს ხელისუფლების მიმართ ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით,- აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია, პოლონურ რადიო RMF FM-ზე დაყრდნობით წერს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილისთვის სასჯელის შეჩერების ინიციატივით პოლონეთი გამოვიდა, რათა მას სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ მიეღო. აღნიშნული წინადადება შეტანილი უნდა ყოფილიყო ევროკავშირის დიპლომატიურ პროტესტში, რომლის თბილისისთვის გამოხატვაც იგეგმებოდა. მედიის ცნობითვე, გასულ კვირას, ევროკავშირის სამიტის შემდეგ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად იყო მიეღო მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ. გარდა ამისა, მედია წერს, რომ პოლონეთის წინადადებას უნგრეთის გარდა ყველა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ევროკავშირის დიპლომატები აცხადებენ, რომ ყველა ღონეს ხმარობენ, რათა დაარწმუნონ ბუდაპეშტი - გადაიფიქროს. "ევროკავშირში ერთსულოვნების მიღწევის შემთხვევაში, თბილისზე გავლენის ინსტრუმენტად შესაძლოა გამოიყენონ საქართველოს ევროპული მისწრაფებები",- წერს მედია. შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტარებმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო და მოითხოვეს მისი შეწყალება და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)