04:43 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-15 22:55:50, 927 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე რეზოლუციზე - ასეთი გადაწყვეტილება, მე პირდაპირ ვიტყვი, საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც შეშურდებოდა

ასეთი გადაწყვეტილება, მე პირდაპირ ვიტყვი, შეშურდებოდა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიღებულ რეზოლუციას.

მისივე თქმით, საზოგადოება მიეჩვია აბსურდულ ჩანაწერებს ევროპარლამენტის რეზოლუციებში, რაც სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ევროპარლამენტარები და ამ ცვლილებების ინიციატორები "შეგნებულად" მფარველობენ დამნაშავეებსა და დამნაშავე პოლიტიკურ ძალას იმიტომ, რომ მათ კონკრეტული ინტერესი აქვთ.

"საზოგადოება მიეჩვია აბსურდულ ჩანაწერებს ევროპარლამენტის რეზოლუციებში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, მაგრამ ეს არის ფაქტი. იმასაც უნდა გაესვას ხაზი, რომ აბსურდულ ჩანაწერებს მოგვიანებით არ იზიარებს არც ევროკომისია და არც ევროპული საბჭო. ასე მოხდა წინა ორ შემთხვევაში და ასე მოხდება, დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც. რა სჭირს ევროპარლამენტს, არ ვიცი, ახლა. მაქსიმალურად ვუფრთხილდებოდით ჩვენ ევროკავშირის ინსტიტუტებს, სწორედ ამიტომ ვსაუბრობდით და აქცენტს ვაკეთებდით, მაგალითად, კონკრეტულ ოდიოზურ ევროპარლამენტარებზე.

მაგრამ ამ შემთხვევაში საზოგადოება ხედავს ყველაფერს, ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც აქვს ამ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია ევროპარლამენტი. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, ასეთი გადაწყვეტილება, მე პირდაპირ ვიტყვი, შეშურდებოდა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც. მე კარგად მახსოვს 80-იანი წლების ბოლო მაშინ რაც ხდებოდა, გადაიცემოდა მაშინ საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს სხდომები. იქ რაც ხდებოდა, იგივე მოხდა დღეს და იგივე მოხდა წინა ორი რეზოლუციის შემთხვევაში ევროპარლამენტში, ეს არის სრული კატასტროფა", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics