|
2023-02-15 22:32:49, 954 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - რეზოლუციას, სადაც კრიმინალის მფარველობაზე და ქველმოქმედის დასანქცირებაზე საუბრობენ, ფასი არ აქვს
ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, როდესაც სიცრუეზე, სიყალბესა და კრიმინალების მფარველობაზე პირდაპირი მითითებებია, რეზოლუციას, რა თქმა უნდა, ვერ ექნება სერიოზული სახე, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, რეზოლუციაში ლობისტების მხრიდან საუბარია კრიმინალის პირდაპირ მფარველობაზე და მეცენატისა და ქველმოქმედის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, აქედან გამომდინარე რეზოლუციას ფასი ვერ ექნება. მან დასძინა, რომ თავის მხრივ პარტია "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს იმ გზაზე, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია. "ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, როდესაც სიცრუეზე, სიყალბესა და კრიმინალების მფარველობაზე პირდაპირი მითითებებია, რეზოლუციას, რა თქმა უნდა, ვერ ექნება სერიოზული სახე. ეს ვერ იქნება ღირებული დოკუმენტი. დოკუმენტი, სადაც საუბარია კრიმინალის პირდაპირ მფარველობაზე თავისი ლობისტების მხრიდან. ვერ იქნება ღირებული, როდესაც მეცენატზე, ქველმოქმედზე გვეუბნებიან, რომ უნდა დასანქცირდეს", - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)