2023-02-15 17:45:22, 995 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში, მრავალსართულიან კორპუსში ლიფტი ჩავარდა - დაშავებულია 5 ადამიანი
ბათუმში, მრავალსართულიან კორპუსში ლიფტი ჩავარდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, ხუთი დაშავებულიდან სამი ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი, ორმა კი გადაყვანაზე უარი განაცხადა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
როგორც "ექსპრესნიუს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა)
ფოტო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ავტორი: ექსპრესნიუსი,