22:59 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-15 15:24:48, 948 ნახვა

საზოგადოება
ალასანია სააკაშვილზე - ძალიან ცუდად არის და ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაქრეს

ძალიან ცუდად არის და ნებისმიერ მომენტში უბრალოდ შეიძლება გაქრეს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. 

გიული ალასანიას თქმით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. 

"გონების კარგვაზე არაფერი არ გამიგია, მაგრამ რომ ძალიან ცუდად არის და ნებისმიერ მომენტში უბრალოდ შეიძლება გაქრეს, ამას ვხედავ. აქ უკვე ჩივილიც აღარ ჰქვია ამას, ადამიანი არის მომაკვდავი, აი ეს არის ჩივილი",- განაცხადა ალასანიამ. 

შეგახსენებთ, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.

ამასთან, 11 თებერვალს CNN-მა მიხეილ სააკაშვილის "ვივამედში" გადაღებული კადრები გამოაქვეყნა. კადრებში, რომელიც CNN-ს ექსპრეზიდენტის ამერიკელმა ადვოკატმა, მასიმო დანჯელომ მიაწოდა და რომელიც 2022 წლის 6 ოქტომბრით თარიღდება, მესამე პრეზიდენტის გონების კარგვის ეპიზოდი ჩანს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics