23:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-14 22:10:10, 940 ნახვა

კომენტარი
ხაბეიშვილი - ჩვენ მზად ვართ, გადავარჩინოთ გელათი, ავიღებთ ამას ჩვენს თავზე, საქმეში სპეციალისტები უნდა ჩაერთონ

ჩვენ მზად ვართ, გადავარჩინოთ გელათი, ავიღებთ ამას ჩვენს თავზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გელათის საქმეში მოქალაქე სპეციალისტების გარდა, უცხოელი სპეციალისტებიც უნდა ჩაერთონ, ვინაიდან კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, როგორც ხაბეიშვილია აღნიშნავს დაკავებულია ფულის კეთებით და ჩართულია კორუფციაში.

"ამ ხალხს უნდა ჩვენი ისტორია გადაწეროს, ეს არ გამოვა. არ უნდა მივცეთ გელათის განადგურების შესაძლებლობა, ხალხსაც მოგიწოდებთ, უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრი. ჩვენ მზად ვართ, გადავარჩინოთ გელათი, ავიღებთ ამას ჩვენს თავზე, სპეციალისტები უნდა ჩაერთონ ამ საქმეში, უცხოელებიც უნდა ჩამოვიყვანოთ, ადგილზეც უამრავი სპეციალისტი გვყავს, მაგრამ ჯალათი თეა დაკავებულია იმით, რომ ფული იშოვოს, კორუფციაში იყოს და მერე გამოვიდეს, ცინიკური განცხადებები აკეთებს. ყველა კულტურის მოღვაწეს, გმირებს, ვინც არ ემონებით და არ უნდა დაემონოთ, ყველას გეუბნებით, არ ხართ მარტო, ყველანაირად გვერდში დაგიდგებით. ვიბრძოლოთ ერთად", - განაცხადა ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics