|
2023-02-14 11:45:17, 862 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი - 24 თებერვალს უნდა შევიკრიბოთ, რომ მსოფლიოს საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებული ხალხის ნება დავანახოთ
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებას 24 თებერვალს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. როგორც მარგველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ქართველმა ხალხმა უკრაინელ ხალხს, რომელმაც რუსეთს საკადრისი პასუხი გასცა, მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს. ექსპრეზიდენტის თქმით, გარდა ამისა, საზოგადოებამ მსოფლიოს უნდა აჩვენოს, რომ ხელისუფლებისგან განსხვავებული ნება აქვს და რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას იმსახურებს. "დღეს უკრაინაში და ევროპაში მიმდინარეობს ისტორიული პროცესი - უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. აუცილებელია, დავაფიქსიროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, იმ მებრძოლების მიმართ, ვინც შეაჩერა რუსული აგრესია და საკადრის პასუხს სცემს მათ. მინდა, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო ქართველი მებრძოლების მიმართ, რომლებიც იცავენ არა მხოლოდ უკრაინის თავისუფლებას, არამედ საქართველოს თავისუფლებასა და ღირსებას. ჩვენ 24 თებერვალს უნდა შევიკრიბოთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ მსოფლიოს საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებული ქართველი ხალხის, საქართველოს ფაქტობრივად ყველა მოქალაქის სურვილი და ნება, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და საქართველო, როგორც თავისუფალი და ღირსეული ხალხის ერთობა, იმსახურებს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას. სწორედ ამიტომ, უკრაინის სოლიდარობისთვის გელოდებით ყველას 24 თებერვალს, 19:00 საათზე რუსთაველზე. სიმართლე გაიმარჯვებს! ერთობა გაიმარჯვებს! საქართველო გაიმარჯვებს!" - წერს მარგველაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, 24 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაწყებიდან ერთი წლისთავზე, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)