16:30 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-08 10:22:46, 396 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი NDI-ის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოში მიმდინარე რეფორმები და  რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და  NDI-ის თავმჯდომარის, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის შეხვედრის მთავარი თემები.

მხარეებმა საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს, ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებსა და ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოში საქმიანობის გეგმებზე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე. აღინიშნა, რომ  ნატო-ს უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება მოწმობს, რომ საქართველო ალიანსთან ურთიერთობის უმაღლეს საფეხურზე გადავიდა. მადლენ ოლბრაიტმა დადებითად შეაფასა ყველა ის რეფორმა, რომელსაც ალიანსთან დაახლოების გზაზე ქვეყნის ხელისუფლება ატარებს.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთთან ურთიერთობის საკითხები. გამოითქვა შეშფოთება რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმთან გაფორმებული ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულების გამო. აღინიშნა, რომ ასევე მიუღებელია ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმება ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებასა და ოფიციალურ მოსკოვს შორის.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა მადლენ ოლბრაიტს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მანვე ხაზი გაუსვა ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.

NDI-ის თავმჯდომარესთან  გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics