2023-02-12 12:23:06, 832 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4.6 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ოზურგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით 4 კმ-ში, სოფელ გომთან იყო.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
აღსანიშნავია, რომ მიწისძვრა ოზურგეთის სიახლოვეს გუშინ, 11 თებერვალსაც მოხდა. 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ოზურგეთის აღმოსავლეთით 7 კმ-ში, სოფელ ვაკიჯვარში დაფიქსირდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,