|
2023-02-10 23:20:42, 1098 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - საუბარი, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, არის პირდაპირი გაგებით ჩვენი ქვეყნის მომავლის მტრის წისქვილზე, ივანიშვილის რეჟიმზე წყლის დასხმა
საუბარი, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, არის პირდაპირი გაგებით ჩვენი ქვეყნის მომავლის მტრის წისქვილზე, ივანიშვილის რეჟიმზე წყლის დასხმა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ "TV პირველის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციას 2024 წლისთვის ექნება ის შესაძლებლობა, რომ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვოს და თუ მმართველი პარტია კვლავ შეეცდება მანიპულაციის გზით არჩევნების შედეგების შეცვლას, საზოგადოება მზად უნდა იყოს, რომ შექმნას ის ატმოსფერო, რაც უკრაინაში მაიდანის დროს იყო. "მეც ვუშვებ და დიდ საფრთხეს ვხედავ, რომ ამ ტიპის რეჟიმმა გაწიოს წინააღმდეგობა კვლავ და ცადოს არმიღება საარჩევნო მარცხის. ჩვენ ვნახეთ 2020 წელს, რომ მანიპულაციებით მოგებული და წაგებული შეცვალა, ეს სრულიად რეალისტურია, რომ ასე მოხდეს. მაგრამ ყველაზე მოკლე გზა არის, ახლა როგორც ჩანს, იმხელა უპირატესობის მოპოვება 2024-ში, ბევრად მეტის ვიდრე იყო 2020-ში, რომ ამის გაკეთება იყოს ძალიან ძნელი და თუ მაინც გარისკავს, მაგ მომენტისთვისაც უნდა იყოს ის ატმოსფერო, რაც იყო უკრაინაში მაიდნის დროს. ეს არ არის სასურველი, მაგრამ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. თუ არ ვიქნებით მზად, ახლავე საუბარი, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, არის პირდაპირი გაგებით ჩვენი ქვეყნის მომავლის მტრის წისქვილზე, ივანიშვილის რეჟიმზე წყლის დასხმა. და ჩვენ, ევროპული საქართველო ამის საწინააღმდეგო კამპანიას ვეწევით", - განაცხადა ბოკერიამ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)