00:13 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-10 14:18:29, 946 ნახვა

საზოგადოება
ჟურნალისტი და პუბლიცისტი ოლეგ პანფილოვი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჟურნალისტი და პუბლიცისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ოლეგ პანფილოვი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეუღლე ოქსანა მასლაკი ავრცელებს. 

ოლეგ პანფილოვი 2010 წელს გორის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი იყო, ტელეკომპანია პირველი კავკასიურის გადაცემის "საქართველო ოლეგ პანფილოვთან ერთად" წამყვანი. 1993 წელს აშშ–ს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელობდა. 1994–2000 წლებში საჯაროობის დაცვის ფონდის მონიტორინგის ხელმძღვანელი იყო. 2000-2010 წლებში რუსეთის ჟურნალისტთა კავშირთან არსებული ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის დირექტორი.

2009 წლის 8 ნოემბრიდან მუდმივად ცხოვრობდა თბილისში.

2009 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი იყო ეუთოს წარმომადგენლის კანდიდატობაზე მედიის თავისუფლების საკითხებში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics