00:13 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-10 14:14:31, 952 ნახვა

საზოგადოება
რკინიგზის დელეგაციამ „შუა დერეფნის“ 2023 წლის გეგმები ალმატიში გაფართოებულ შეხვედრაზე განიხილა

საქართველოს რკინიგზის დელეგაციამ, გენერალური დირექტორის ხელმძღვანელობით, ყაზახეთის ქალაქ ალმატიში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტის (შუა დერეფანი)  მმართველი საერთო კრების მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.  

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშუტის  ასოციაციის წევრებმა 2022 წლის შედეგები შეაჯამეს და წინა წელს გადაზიდვების დროს გამოვლენილ გამოწვევებზე ისაუბრეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2023 წელს გაზრდილი ტვირთების ოპერატიულად გადაზიდვის მიზნით, მეტი ყურადღება მონაწილე მხარეების კოორდინაციის გაუმჯობესებასა და კორიდორის სრულად გაციფროვნებას დაეთმობა. შეხვედრის ფარგლებში დამტკიცდა 2023 წლის სამოქმედო გეგმა, ასევე ჩინეთი-ევროპისა (შავი ზღვის პორტები) და  ჩინეთი-თურქეთის მარშუტებზე გადაზიდვის ვადები და ტარიფები. მხარეებმა ასოციაციაში BMF Port Burgas (ბულგარეთი) - Rail Cargo Group (ავსტრია) - АО «LTG Cargo» (ლიეტუვა) გაწევრიანებაზე მზაობა გამოთქვეს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics