23:57 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-09 17:36:36, 1600 ნახვა

ომი უკრაინაში
შარლ მიშელი ზელენსკის - თქვენ ხართ ლიდერი, რომელიც მსოფლიოს სისასტიკის წინააღმდეგ ბრძოლით შთააგონებს

თქვენ ხართ ომში მყოფი ქვეყნის ლიდერი, რომელიც შთააგონებს მთელ მსოფლიოს, განსაკუთრებით თავისუფალ მსოფლიოს თქვენი ქვეყნის მართვით, სისასტიკის წინააღმდეგ ბრძოლით, - ასე მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.

მისივე თქმით, უკრაინა თავს იცავს და იბრძვის მომავლისთვის და წელიწადზე ნაკლებ დროში იმაზე მეტად მიუახლოვდა ევროკავშირში გაერთიანებას, როგორც არასდროს.

"ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, თქვენ ვერ წარმოიდგინეთ, რამდენად ამაღელვებელია ჩემთვის თქვენი მიღება ევროპის საბჭოში, მოგესალმებით უდიდესი პატივისცემით, კეთილი იყოს დაბრუნება ევროკავშირში, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სახლში. ჩვენ ვიცით, რა რისკებთანაა დაკავშირებული თქვენი აქ ჩამოსვლა და ამის გამო კიდევ უფრო დიდ პატივს ვცემთ ამას.

ძვირფასო ვოლოდიმირ, თქვენ ხართ ომში მყოფი ქვეყნის ლიდერი, რომელიც შთააგონებს მთელ მსოფლიოს, განსაკუთრებით თავისუფალ მსოფლიოს თქვენი ქვეყნის მართვით, სისასტიკის წინააღმდეგ ბრძოლით, იმის დაცვით, რაც უკრაინას ეკუთვნის.

თქვენი აქ ყოფნა ომის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ ძლიერი სიმბოლოა. თქვენ წარმოადგენთ უკრაინელ ხალხს, რომელიც იბრძვის და თავს იცავს, იცავს თავის ოჯახებს, სახლებსა და მომავალს. ამის მიუხედავად, წელიწადზე ნაკლებ დროში თქვენი ქვეყანა ევროკავშირთან იმაზე ახლოს მიიყვანეთ, ვიდრე ოდესმე ყოფილა", - განაცხადა შარლ მიშელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებით თავდასხმების გამო, რუსეთში ბენზინის წარმოება ივნისში ერთი მეოთხედით შემცირდა
ზელენსკიმ ლუკაშენკოს ერთი კვირა მისცა ბელარუსში იმ აღჭურვილობის გასათიშად, რომელიც რუსეთს უკრაინაში დარტყმებში ეხმარება
ბავშვებისთვის სასწავლო წლის ფორმებს ივანიშვილის რეჟიმი ჩინური კომპანიისგან იყიდის
ზურაბიშვილი EU-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics