2023-02-09 16:18:57, 934 ნახვა
საზოგადოება
ლაშა ხუციშვილმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მან თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ალი ქაან ორბაის პირადად მიუსამძიმრა და თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
„ქართველი ხალხის სახელით, უდიდესი თანაგრძნობა მინდა გამოვხატო სასტიკი მიწისძვრით გამოწვეული ტრაგედიის გამო. ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და ვლოცულობთ გადარჩენილთათვის. გამძლეობა - ამ უდიდესი განსაცდელის წინაშე მყოფ ოჯახებს", - ნათქვამია ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებულ ჩანაწერში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),