|
2023-02-09 11:33:42, 1683 ნახვა
ეკონომიკა
“სწორ დროს, სწორ ადგილას” - SOLO მომხმარებლებს ახალ პროდუქტს SOLO X სთავაზობს
SOLO მომხმარებლისთვის მათ ყოველდღიურობაზე მორგებული, მრავალფეროვანი მომსახურების შეთავაზებას განაგრძობს. სწორ დროს, სწორ ადგილას, სწორი სერვისების უზრუნველყოფის მიზნით კი ბაზარზე ახალი პროდუქტი SOLO X ჩაეშვა. SOLO X მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული შეთავაზებაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მათ, ბანკირის უშუალო ჩართულობის გარეშე, დამოუკიდებლად და ეფექტურად მართონ საკუთარი ფინანსები, 24/7-ზე მიიღონ ქოლ ცენტრის მხარდაჭერა და SOLO X-ის მიერ რეალურ დროში ბაზრის ტენდენციების ანალიზის შედეგად განახორციელონ ეფექტური ფინანსური გადაწყვეტები. პროცესების კიდევ უფრო მეტად გასამარტივებლად, SOLO X მომხმარებელს სთავაზობს წვდომას დისტანციურ სერვისებზე - ინტერნეტბანკზე, მობილბანკზე, იმეილბანკსა და SMS ბანკზე, აძლევს მათ შესაძლებლობას, ბანკომატიდან ყოველდღიურად გაანაღდონ თანხა გაზრდილი ლიმიტით, გახსნან პრემიუმ ანაბარი განსაკუთრებული პირობებით, მიიღონ თანხის თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა და დარიცხული მაღალი სარგებელი. თუმცა, ეს SOLO X-ის ბენეფიტების მხოლოდ ნაწილია. SOLO X ბანკინგი მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ბარათებს: Visa Platinum, Mastercard World Elite და SOLO PLUS Card ბარათს დაგროვების განსაკუთრებული პირობებით, რომლებიც მათ მეტი ბენეფიტებით უზრუნველყოფს, მათ შორისაა: აეროპორტებში Lounge Key-ზე წვდომა, სპეციალურად SOLO მომხმარებლებისთვის განკუთვნილი სადაზღვევო პროდუქტები და სხვა. კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის, SOLO X LIFESTYLE-ი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ჰქონდეს წვდომა წელიწადში 800 ექსკლუზიურ შეთავაზებასა და ფასდაკლებაზე, დაესწროს SOLO ღონისძიებებს, SOLO Talk-ებსა და მასტერკლასებს, ასევე, ისარგებლოს სპეციალური ფასით SOLO ბუტიკში ექსკლუზიურ ნივთებსა და SOLO TOUR-ის ფარგლებში მოგზაურობაზე. “SOLO X მომხმარებელზე მორგებული პროდუქტია, რომელიც თითოეულ მათგანს უნიკალური გამოცდილებით უზრუნველყოფს. სწორ დროს, სწორ ადგილას - ეს ჩვენი მთავარი კონცეფციაა, რადგან SOLO X-ის მეშვეობით მომხმარებელს მათთვის ხელსაყრელ დროს, მათ უნიკალურ მოთხოვნილებებზე მორგებულ ფინანსურ გადაწყვეტებს ვთავაზობთ“, - განაცხადა ეთერ ირემაძემ, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ. SOLO X-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გადადით ბმულზე: ნახეთ SOLO X-ის ვიდეო:
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)