|
2023-02-08 17:55:45, 915 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე MKD-ის განცხადებაზე - ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რა მასშტაბით მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შანტაჟის კოორდინაცია
მასშტაბური კოორდინაცია ფაქტია და სახეზეა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟების მცდელობა იყოს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს იურიდიული ფირმა MKD Law-ის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი კარგად ვერ გაიცნეს, სხვა შემთხვევაში გაუგებარია, რატომ შეიძლება მიიჩნიო, რომ ის ფულის გულისთვის პოლიტიკაში ჩაერთვება, რომ შემდეგ ქვეყანა ომში ჩართოს. „ძალიან ცუდია და სამწუხაროა, რომ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, საერთაშორისო მედიასთანაც ეს დამოკიდებულებაა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რა მასშტაბით მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შანტაჟის კოორდინაცია იმისთვის, რომ ის ჯერ პოლიტიკაში ჩაერთოს და შემდეგ ამ გადაწყვეტილების გაგრძელება იყოს ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა. ჩვენ ვნახეთ წინა პერიოდში ასეთი შემაძრწუნებელი ფაქტები, ასევე შვეიცარიის საბანკო სისტემის და მისი ათწლეულების რეპუტაციის აბსოლუტურად დაიგნორება, ოღონდ ბიძინა ივანიშვილის შანტაჟის მცდელობა ჰქონოდათ. ერთი რამ ცხადია, როგორც ჩანს, ეს კაცი ნორმალურად ვერავინ გაიცნო. რატომ შეიძლება მიიჩნიო, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს, სიცოცხლეს რისკავს, ყველას გვახსოვს 2011 და 2012-წლები, ფულის გულისთვის, რაც არ უნდა რაოდენობაზე იყოს ლაპარაკი, ჩაერთვება პოლიტიკაში, რომ შემდეგ ქვეყანა ომში ჩართოს. რატომ დარჩათ ვიღაცეებს ეს შეგრძნება და აღქმები არ ვიცი, მაგრამ ყველა შემთხვევაში, მასშტაბური კოორდინაცია ფაქტია და სახეზეა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟების მცდელობა იყოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)