09:40 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-07 18:45:00, 865 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - რადიკალურმა ოპოზიციამ სხვა ოპოზიციური ჯგუფები, რომელთაც სწადიათ ემსახურონ ქვეყანას, გადაჯეგა და არ დაუტოვა სივრცე

რადიკალურმა ოპოზიციამ სხვა ოპოზიციური ჯგუფები, რომელთაც სწადიათ ემსახურონ ქვეყანას, გადაჯეგა, არ დაუტოვა სივრცე, - ამის შესახებ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, გულდასაწყვეტია, როდესაც თანამოქალაქე გააფთრებულად ვითომ უპირისპირდება ხელისუფლებას და სრული საბოტაჟის რეჟიმშია პარლამენტთან, სადაც ის კანონები მტკიცდება, რომლითაც ქვეყანა ცხოვრობს.

„ზოგადად, ვინც არ უნდა იყოს, რა პოლიტიკური ბექგრაუნდის, ისტორიის, ბიოგრაფიის ადამიანიც არ უნდა იყოს, გულდასაწყვეტია, რომ შენი თანამოქალაქე ასე გააფთრებული, დაპირისპირებულია ვითომ ხელისუფლებასთან და სახელისუფლებო პარტიასთან, მაგრამ, ზოგადად - საქართველოს ინტერესებთან, იმ იმედით, რომ შეიძლება შეიცვალოს რაღაც, ამღვრეულ წყალში წარმატება მოიპოვონ, მოვიდნენ და გარკვეულ მიზნებს მოემსახურონ, რომელიც აბსოლუტურად არ არის ქართველი ხალხის ინტერესში. გლობალური სურათი მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიციური ფლანგი ვერ შედგა, რადიკალურმა ოპოზიციამ სხვა ოპოზიციური ჯგუფები, რომელთაც სწადიათ ემსახურონ ქვეყანას, გადაჯეგა, არ დაუტოვა სივრცე. მეორეს მხრივ, ოპოზიცია სრულ საბოტაჟის რეჟიმშია პარლამენტთან, სადაც ის კანონები კეთდება, რომლითაც ქვეყანა ცხოვრობს“,- განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics