|
2023-02-05 23:47:21, 1949 ნახვა
სხვადასხვა
პატრიარქი კირილი 1970-იან წლებში კგბ-ს აგენტი იყო და შვეიცარიაში ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა - გამოძიება
პატრიარქი კირილი მუშაობდა კგბ-ში და 1970-იან წლებში საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებდა. - ამის შესახებ, შვეიცარიული გაზეთი Tages-Anzeiger წერს, რომელმაც პოლიციის გასაიდუმლოებულ არქივებზე დაყრდნობით გამიძება ჩაატარა. საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც ჟენევის ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენელი იყო ვლადიმერ გუნდიაევი, რომელსაც ოპერატიული ფსევდონიმი "მიხაილოვი" ჰქონდა. Tages-Anzeiger-ის ცნობით, ჟურნალისტებმა 1969 წლიდან 1989 წლამდე შვეიცარიის ფედერალური პოლიციის არქივში დაათვალიერეს დოკუმენტები, რომლებიც, მათი თქმით, ადასტურებს გუნდიაევის კავშირს კგბ-სთან. ამის შემდეგ ის დაბრუნდა სსრკ-ში და სწრაფად დაიწყო მოძრაობა საეკლესიო იერარქიაში. 1971 წელს 24 წლის მღვდელ კირილს უფლება მიეცა გადასულიყო ჟენევაში, რათა წარმოედგინა რუსი მართლმადიდებლები ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში. თავის ავტობიოგრაფიაში ჟენევაში საბჭოთა საელჩოს ყოფილი კონსული ვადიმ მელნიკოვი კირილს არა მხოლოდ დიპლომატს, არამედ კგბ-ს ოფიცერს უწოდებს. მოგვიანებით გამოქვეყნებული საბჭოთა დოკუმენტებიდან, ისტორიკოსებმა და ჟურნალისტებმა დაასკვნეს, რომ პატრიარქი კირილი მუშაობდა ჟენევის კგბ-ში მიხაილოვის ფსევდონიმით. მას უნდა შეეგროვებინა ინფორმაცია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრების შესახებ და გავლენა მოეხდინა მათ დამოკიდებულებაზე საბჭოთა კავშირის მიმართ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)