2023-02-04 17:31:39, 835 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ჩალაძე - თუ არ უნდათ, ქუჩაში მიიღონ ომი, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად
თუ არ უნდათ, ქუჩაში მიიღონ ომი, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილის გარდაცვალების შემთხვევაში მიიღებენ ქუჩაში ომს. და ეს საერთაშორისო პარტნიორებმაც იციან.
„დარწმუნებული ვარ, რომ თუ არ უნდათ, ქუჩაში მიიღონ ომი, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა: პრეზიდენტ სააკაშვილის გარდაცვალების შემთხვევაში მიიღებენ ქუჩაში ომს. ეს იციან ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,