|
2023-02-04 16:50:34, 2362 ნახვა
კომენტარი
ტელეკომპანია „ფორმულამ“ 25 ოპერატორი გაათავისუფლა - განცხადება
ტელეკომპანია "ფორმულამ" 25 ოპერატორი სამსახურიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს. ტელეკომპანიის განცხადებით მიუხედავად წნეხის, დევნის და ფინანსური შემოსავლების შეზღუდვის პირობებისა, "ფორმულას" საკუთარ თანამშრომლებთან არასდროს დაურღვევია ვალდებულებები. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თანამშრომლები ხელფასის 500 ლარით მომატებას ითხოვდნენ და 1-ლი თებერვალს მოვალეობების შესრულებაზე უარი განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, 1-ლი თებერვლიდან 3 თებერვლის ჩათვლით, ფორმულას ადმინისტრაციას ჰქონდა ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპერატორებთან მოლაპარაკების მცდელობები. სთხოვნდნენ, დაბრუნებოდნენ თავიანთ სამუშაო გარემოს, შეესრულებინათ კონტრაქტით დაკისრებული მოვალეობები და სთავზობდნენ ალტერნატივებს, მაგრამ მათი მხრიდან ისმოდა, რომ მხოლოდ თავიანთ ულტიმატუმზე იდგნენ და არ აპირებდნენ მის შეცვლას ან და რაიმეე კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმებას. დღეს, 4 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ფორმულა 2-მა ჟურნალისტმა - მარტა ქურასბედიანმა და ქეთი ხიდიშელმა დატოვა. "მკაფიოდ გვინდა განვმარტოთ, რომ ტელეკომპანია დგას თითოეულ თანამშრომელზე და ყველა მათგანი ჩვენთვის ფასეული და მნიშვნელოვანია. ასევე, გვწამს პროტესტის ძალის და 3 წელზე მეტია, შეძლებისდაგვარად ვდგავართ დაჩაგრულთა მხარეს. გაგვიშუქებია გაფიცვებიცა და ბოიკოტებიც, გვესმის ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა როგორ აისახება ადამიანებსა და მათ ოჯახებზე. თუმცა, არ და ვერ ვითანამშრომლებთ ადამიანებთან, რომელთაც ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი თავად არ აქვთ გააზრებული", - ვკითხულობთ ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს 4 თებერვალს ტელეკომპანია "ფორმულა" 2-მა ჟურნალისტმა - მარტა ქურასბედიანმა და ქეთი ხიდიშელმა დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)