|
2023-02-04 15:40:23, 1795 ნახვა
კომენტარი
ზურაბ ჩხაიძე - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლო სხდომაზე სრული უვიცობა და არაკომპეტენტურობა გამოაჩინეს
გუშინდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ქალბატონმა ნინომ მთელ ქვეყანას დაანახა, რამდენად არაკომპეტენტური არიან ამ საქმის ძირითადი მოქმედი პირები, - ასე გამოეხმაურა "ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე, გუშინდელ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გამართულ სხდომას. მისივე თქმით, მან არ იცის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების კომპეტენტურობა სხვა მიმართულებებში, მაგრამ, როდესაც საქმე სამედიცინო ქეისს ეხება მათ სრული უვიცობა გამოაჩინეს. "გუშინდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ქალბატონმა ნინომ მთელ ქვეყანას დაანახა და ყველას დაანახა, რამდენად არაკომპეტენტური არიან ამ საქმის ძირითადი მოქმედი პირები, მე ვგულისხმობ ადვოკატებს. მე არ ვიცი მათი კომპეტენტურობა, როგორც ადვოკატების სხვა მიმართულებით, მაგრამ როცა სამედიცინო ქეისს ეხება შემთხვევა გუშინ ყველას დაანახეს სრული უვიცობა", - განაცხადა ჩხაიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)