13:09 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-03 19:07:45, 764 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე სააკაშვილზე - ყველაფერი თავიდან ბოლომდე გამიზნულად განხორციელებული ქმედებებია

თბილისის  მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა ერთი დიდი გეგმის ნაწილს წარმოადგენდა, რომლის მიზანი ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა იყო. ამის შესახებ კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე შეფასებით, შესაბამისმა სამსახურებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დამნაშავე კანონმდებლობის შესაბამისად, ციხეში ჩაესვათ.

„ეს ყველაფერი იყო თავიდან ბოლომდე გამიზნულად განხორციელებული ქმედებები. დავიწყოთ პირველივე დღიდან, სააკაშვილის კონტეინერით საქართველოში შემოტანით, იმ დღიდან დაწყებული, ვინ დააორგანიზა ეს ყველაფერი. ეს არის ძალიან დიდი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას, დაპირისპირებას, არეულობას, რევოლუციას, მაგრამ ეს ამ ადამიანებს არ გამოუვიდათ, რადგან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა იმუშავეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დამნაშავე მიხეილ სააკაშვილის სახით, ჩაესვათ ციხეში. ამ დღეებიდან მოყოლებული, ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს, რომლის მთავარი გმირი გახლავთ მიხეილ სააკაშვილი და მის ირგვლივ არსებული ადამიანები - ეს შეიძლება იყვნენ მისი ოჯახის  ან პარტიის წევრები. ამ ყველაფრის მიზანია, საერთაშორისო საზოგადოებას დაანახონ, თითქოს, სააკაშვილს ციხეში ულმობლად ეპყრობიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფება, ამჟამად კლინიკაშია მოთავსებული.

„ჯერ ერთი ციხეში არ იმყოფება, კლინიკაში იმყოფება. ის არის რადიკალურად განსხვავებული სხვა პატიმრებისგან, იმყოფება კლინიკაში. პატიმარი არის თვითდაზიანების რეჟიმში, რომ როგორმე დაიხსნან ციხიდან. ამას მოგვიწოდებენ ჩვენ, რომ თვალი დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციაზე, კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა უნდა მივაყენოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, სამშობლოს, გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics